საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კორეული ენისა და კულტურის შემსწავლელი სასწავლო ცენტრი იხსნება.
სასწავლო ცენტრის მიზანია, მსურველებმა კორეულ ენა და კულტურა უფასოდ შეისწავლონ.
სასწავლო ცენტრში მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებულ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს და სხვადასახვა ასაკის მოქალაქეებს.
გარდა ამისა, მომავალში იგეგმება გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სტუდენტებმა სწავლა კორეის სხვადასხვა უნივერსიტეტებში გააგრძელონ.
კორეული ენისა და კულტურის ცენტრი მდებარეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-10 კორპუსში, მე-2 სართული (მისამართი - საბურთალო, კოსტავას ქუჩა N69; მთავარი შესასვლელი მე-10 კორპუსში მე-2 კორპუსის გავლით). კორეული ენის ლექციები კონკრეტული გრაფიკით ჩატარდება.
საკონტაქტო პირი სოსო ჩუნთიშვილი - 593 22 78 01.