შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ტოლერანტობის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე „ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“.
ძირითადი მოთხოვნა: საკონკურსო ფოტო უნდა ასახავდეს საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფის თანაცხოვრებას, ყოველდღიურობასა და ტრადიციებს.
კონკურსის წესების თანახმად, თითოეულ მონაწილეს 3 ფოტოს წარმოდგენა შეუძლია. საკონკურსო მასალების მიღება დაიწყება პირველ ნოემბერს და 13 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.
ნამუშევრების გამოგზავნა შესაძლებელია მისამართზე: press@smr.gov.ge. გამოგზავნისას Subject-ში მიუთითეთ ფოტოკონკურსის თემის სახელწოდება. აგრეთვე, სავალდებულოა ფოტოს ავტორის სახელისა და გვარის და საკონტაქტო ნომრის მითითება.
სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს 13 გამარჯვებულ ფოტოს, რომელთაც სიმბოლური პრიზები 22 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე გადაეცემათ. ამავე მიღებაზე გამოიფინება ცამეტივე გამარჯვებულის ნამუშევარი. აღნიშნული ფოტოების გამოყენებით დაიბეჭდება 2020 წლის სამაგიდო კალენდრები.
კონკურსის მხარდამჭერია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA).