საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ
31-10-2019
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 28 ოქტომბრის № 01-05-04/324 დადგენილების შესაბამისად, გამოცხადდეს დამატებითი მიღება
ფიზიკისა და მასალათმცოდნეობის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის - 2 ადგილი;
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის - 1 ადგილი;
საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატობის მსურველთა რეგისტრაცია “ფიზიკისა და მასალათმცოდნეობის“ და „ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების“ საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოებისათვის დაიწყება 2019 წლის 4 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით. არსებული წესის თანახმად სტუ-ის კანცელარიაში.