26-03-2014
საზაფხულო სკოლა
ბურგუნდიის ბიზნესის სკოლა (საფრანგეთი) საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღებას. საზაფხულო სკოლა „სამეწარმეო ნაპერწკალი“ ბურგუნდიის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქ. დიჟონში გაიმართება, 2014 წლის 30 ივნისიდან 18 ივლისამდე.
სტუდენტებს სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ 8 ECTS მიენიჭებათ და გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.
სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა სათანადო განაცხადები უნდა წარადგინონ 2014 წლის 30 აპრილამდე.
საკონტაქტო პირი:
ნატალი სურო (Nathalie CUREAU)
Skype: nathalie.cureau.escdijon
სიახლეებში დაბრუნება