სტუ-ს საპატიო დოქტორის ხარისხი პროფესორებს მარტინ ვოლფგანგ შეგს და რომაულდას ჯინევიჩუსს მიენიჭათ

სტუ-ს საპატიო დოქტორის ხარისხი პროფესორებს მარტინ ვოლფგანგ შეგს და რომაულდას ჯინევიჩუსს მიენიჭათ

28-10-2019


სტუ-ს საპატიო დოქტორის ხარისხი პროფესორებს მარტინ ვოლფგანგ შეგს და რომაულდას ჯინევიჩუსს მიენიჭათსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  საპატიო დოქტორის ხარისხი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს მარტინ ვოლფგანგ შეგს და ვილნიუსის გედემინოს ტექნიკური უნივერსიტიტის პროფესორს რომაულდას ჯინევიჩუსს მიენიჭათ.   

სტუ-ს საპატიო დოქტორის ხარისხი პროფესორებს მარტინ ვოლფგანგ შეგს და რომაულდას ჯინევიჩუსს მიენიჭათსაპატიო ჯილდო დღეს გამართულ აკადემიურ საბჭოს სხდომაზე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა საქართველოსა და გერმანიას შორის ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს მარტინ ვოლფგანგ შეგს გადასცა.

დღესვე,  ამავე სხდომაზე საპატიო  ჯილდო სტუ-ის რექტორმა   ვილნიუსის გედემინოს ტექნიკურ უნივერსიტიტის პროფესორს რომაულდას ჯინევიჩუსს გადასცა.   

 სტუ-ის რექტორმა  არჩილ ფრანგიშვილმა  საბჭოს სხდომაზე პროფესორების მარტინ ვოლფგანგ შეგისა და რომაულდას ჯინევიჩუსის  საერთაშორისო სამეცნიერო მიღწევებზე ისაუბრა. კერძოდ კი, არჩილ ფრანგიშვილმა ყურადღება გაამახვილა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის მარტინ ვოფგანგ შეგის სამშენებლო პროექტების მენეჯმენტის სფეროში განსაკუთრებული მიღწევების თაობაზე.

 

სიახლეებში დაბრუნება