Doctorate lab-ის ფარგლებში საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

Doctorate lab-ის ფარგლებში საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

28-10-2019

29 ოქტომბერს, Doctorate lab-ის ფარგლებში  საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გაიმართება.

სამუშაო შეხვედრა, რომელიც   10:00 - 12:30 სთ გაგრძელდება, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფისში შედგება და ინგლისურ ენაზე წარიმართება.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდა მკვლევარების ხელშეწყობა გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო დონზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურზე.  მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გეგმავენ სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ დოქტორანტურის საფეხურზე, აგრეთვე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი.

მისამართი:  თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II.

საკონტაქტო ინფორმაცია : ელ.ფოსტა: gtughushi@gov.ge

ტელ: 032 2 970197 შიდა: 2813  (გვანცა ტუღუში)

 

სიახლეებში დაბრუნება