ფინანსთა სამინისტროს აკადემია სასწავლო პროგრამაზე - "ფინანსური მენეჯმენტი და ანალიტიკური რეპორტინგი ინგლისურ ენაზე" კონკურსს აცხადებს

ფინანსთა სამინისტროს აკადემია სასწავლო პროგრამაზე - "ფინანსური მენეჯმენტი და ანალიტიკური რეპორტინგი ინგლისურ ენაზე" კონკურსს აცხადებს

24-10-2019


ფინანსთა სამინისტროს აკადემია  საქართველოში აკრედიტებული  სხვადასხვა უნივერსიტეტის ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის  აცხადებს კონკურსს სასწავლო პროგრამაზე  "ფინანსური მენეჯმენტი და ანალიტიკური რეპორტინგი ინგლისურ ენაზე". 

კონკურსში გამარჯვებულები აღნიშნულ სასწავლო კურსს უფასოდ გაივლიან, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ  გაეცნონ საქართველოს საფინანსო სისტემას, საერთაშორისო გამოცდილებას და მონაცემთა დამუშავების ტექნიკებს.

ამასთან, ვინაიდან კურსი გაიმართება ინგლისურ ენაზე, მსმელელებს ექნებათ წვდომა მრავალფეროვან, საერთაშორისოდ აპრობირებულ ლიტერატურაზე.

საკითხები:

აღრიცხვა/ანგარიშგების წარმოების ფუნდამენტური საკითხები:

  • ფინანსური ანალიზი

  • ფინანსური მენეჯმენტი

  • საქართველოს საფინანსო სექტორი და ფინანსური მოდელირება

  • მონაცემთა დამუშავება და ინტერაქტიული რეპორტინგი ექსელში.

 ტრენინგის დეტალები:

 ტრენერი: დავით გამყრელიძე

 ხანგრძლივობა:  20 სთ, 10 შეხვედრა

სასწავლო დღეები: სამშაბათი 10:00-12:00, ხუთშაბათი 18:00-20:00

პერიოდი: 19 ნოემბერი - 25 დეკემბერი

ჯგუფში განსაზღვრულია 20 მსმენელის შერჩევა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ინგლისური ენის B1 დონეზე მცოდნე, ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

შერჩევის მეორე ეტაპზე კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენასა და უნარ-ჩვევებში.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია გამოცდა, რომლითაც განისაზღვრება სერტიფიკატის ხარისხი.

კონკურსში მისაღებად მსურველმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  

-სამოტივაციო წერილი

-რეზიუმე ( CV)

-ცნობა GPA-ის შესახებ ან/და ნიშნების ფურცელი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა- 2019 წლის 8 ნოემბერი. ტესტირება უნარებსა და ინგლისურ ენაში - 2019 წლის 14 ნოემბერი.  

ტელ: (995 32) 226 10 26 შიდა 1140

ელ. ფოსტა: academy@mof.ge

მსურველებმა Subject-ში მიუთითეთ კურსის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება!

 

სიახლეებში დაბრუნება