სტუ-სთან არსებულ „არდუინოსა და პროგრამული ლოგიკური კონტროლერების სასწავლო სამეცნიერო ცენტრის“ მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცეს

სტუ-სთან არსებულ „არდუინოსა და პროგრამული ლოგიკური კონტროლერების სასწავლო სამეცნიერო ცენტრის“ მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცეს

24-10-2019


სტუ-სთან არსებულ „არდუინოსა და პროგრამული ლოგიკური კონტროლერების სასწავლო სამეცნიერო ცენტრის“ მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცეს"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს" გამოცხადებულ   ინოვაციის კონკურსში მონაწილე სტუ-სთან  არსებულ „არდუინოსა და პროგრამული ლოგიკური კონტროლერების სასწავლო სამეცნიერო ცენტრის“ მოსწავლეებს  სერთიფიკატები გადასცეს.  

 ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის სისტემების დეპარტამენტის  პროფესორის  ჯემალ გრიგალაშვილის  ჯგუფის წევრებმა  ილია დოლიძემ და საბა ჯულაყიძემ საკონკურსოდ  პროექტი - "ტემპერატურის არამკაფიო რეგულატორი" წარადგინეს.  

სტუ-სთან არსებულ „არდუინოსა და პროგრამული ლოგიკური კონტროლერების სასწავლო სამეცნიერო ცენტრის“ მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცესაღსანიშნავია, რომ საბა ჯულაყიძე თბილისის 186-ე საჯარო სკოლის, ილია დოლიძე კი, თბილისის 147-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

ცნობისათვის,  "ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა საქართველომ"  ინოვაციის კონკურსი  სკოლის  მოსწავლეებისთვის  შარშან,  ნოემბერში გამოაცხადა.

სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე არსებული  არდუინოსა და პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების შემსწავლელი სასწავლო სამეცნიერო ცენტრის მოსწავლეებმა  პროფესორ  ჯემალ გრიგალაშვილის ხელმძღვანელობით საკონკურსოდ 4 პროექტი წარადგინეს.  პირველი ეტაპის შემდეგ, კონკურსში მონაწილეობა სამმა პროექტმა მიიღო.

სტუ-სთან არსებულ „არდუინოსა და პროგრამული ლოგიკური კონტროლერების სასწავლო სამეცნიერო ცენტრის“ მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცესკონკურსი რანდენიმე ეტაპად წარიმართა. შეფასების კომისიამ, მიღებული 92-დან განაცხადიდან კონკურსის ნახევარფინალისთვის შეარჩია ოცდაათი პროექტი. ნახევარფინალისტების შერჩევა მოხდა ექსპერტთა დამოუკიდებელი კომისიის მიერ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის კრიტერიუმების გათვალისწინებით.

ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი ემსახურებოდა  ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს.

კონკურსის  ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და ბიზნესთან, რაც დაეხმარება მათ სამომავლო პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში. 

კონკურსი  საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩატარდა. 

პირველ ადგილზე გასული გუნდი 2019 წლის გაზაფხულზე, აშშ-ში NASA-ში გაემგზავრა და კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს. 

პროექტის მონაწილე ყველა ნახევარფინალისტი გუნდმა  კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატი გადაეცათ.

 

სიახლეებში დაბრუნება