მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მემორანდუმი

მემორანდუმი

19-03-2014
მემორანდუმი
 
19 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელი მოეწერა მემორანდუმს სტუ-სა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ  გიორგი მიშელაძემ. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუ კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ითანამშრომლებს
მემორანდუმი ითვალისწინებს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული წარმოებისა და აგრობიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტების სწავლებას და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას და აგრეთვე, ახალგაზრდა თაობის აგრარული კოოპერატივების განვითარების მიმართულებით ცოდნის ამაღლებას. თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიარონ პრაქტიკული კურსიც  და შესაბამისი გამოცდილებაც მიიღონ.
სტუ კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ითანამშრომლებს

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11