17-03-2014
ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამა
აშშ-ის საელჩო აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:
• საჯარო პოლიტიკა: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა.
• მედია: მედია ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, მასკომუნიკაცია და სხვა დაკავშირებული თემები.
• საერთაშორისო ურთიერთობები: საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა დაკავშირებული თემები.
• სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები.
• ეკონომიკა: ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები.
• ხელოვნება და ლიტერატურა: თანამედროვე ხელოვნება, არქიტექტურა/დიზაინი, თანამედროვე ლიტერატურა, და სხვა დაკავშირებული თემები.
პროგრამა ხორციელდება 50%-იანი თანადაფინანსების საფუძველზე მოთხოვნილი მინიმალური ტირაჟით – 1,000. პროექტიდან მიღებული მოგება არ უნდა აღემატებოდეს მიმღები ორგანიზაციის დანახარჯის 25%-ს. მიმღები ორგანიზაცია პასუხისმგებელია საავტორო უფლების მოპოვებაზე.
მიმღებმა ორგანიზაციამ უნდა მიაწოდოს გამოცემული წიგნის 50 ასლი ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას. ასევე, ნათარგმნი წიგნის უფასო ასლები უნდა გადაეცეს საჯარო ბიბლიოთეკებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
საპროექტო განაცხადები ელექტრონულად მიიღება 2014 წლის 31 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, გადააგზავნოთ საპროექტო ანკეტა ანა ხარიბეგაშვილთან შემდეგ მისამართზე TbilisiPAS@state.gov.
სიახლეებში დაბრუნება