ევროპის საბჭოს მიერ უნივერსიტეტებისთვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე განცხადებების მიღება 17 ოქტომბერს სრულდება.
ევროპის საბჭო საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტებისთვის მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საგრანტო კონკურსი ერთი თვის წინ გამოაცხადა.
კონკურსი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას შემდეგი მიმართულებებით:
ცნობისათვის, პროექტების წარდგენა შეუძლიათ უნივერსიტეტებს თბილისიდან; ქვემო ქართლიდან; სამცხე- ჯავახეთიდან და აჭარიდან.
თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 4 000 ევრო.
საპროექტო განაცხადის შეტანის საბოლოო ვადაა: 2019 წლის 17 ოქტომბერი.
აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე:
tenders.antidiscrimination@coe.int სათაურით Georgia – small grant proposal
საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროპის საბჭოს პროექტის “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაცია იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://www.coe.int/ka/web/tbilisi/-/call-for-proposals-for-small-grants-for-universities