Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც გასცემს ერთობლივ ან ორმაგ აკადემიურ ხარისხს, უზრუნველყოფს სწავლებას უცხო ენაზე და მობილობას.
სტუდენტებს შეუძლიათ საერთო კონკურსის პირობებში მიიღონ სტიპენდია და ჩაირიცხონ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე.
სტუდენტისთვის პროგრამა უზრუნველყოფს სტიპენდიას, მგზავრობის ხარჯებსა და სავალდებულო მობილობას.