08-11 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ორგანიზებით, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები“ გაიმართება.
კონფერენციაში საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის 2 აკადემიკოსი, უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის 1 წევრ-კორესპონდენტი, 34 ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 27 ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, 45 აკადემიური დოქტორი, 26 დოქტორანტი, 9 მაგისტრი და 7 მაგისტრანტი მონაწილეობს.
სექციებზე მოხსენებით 71 მონაწილე გამოვა. სექციების მუშაობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-8 კორპუსში 14:00 საათიდან წარიმართება.
გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში გამართება ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას 10 დოქტორანტი მიიღებს. კონფერენციის თემატიკის შესახებ ჟურნალ „ენერგიის“ სპეციალურ გამოცემებში 93 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი „ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“;
საქართველოს ენერგეტიკის აკადემია;
კომპანია „თელასი“;
კომაპანია „ენერგო პრო ჯორჯია“;
კომპანია „მონტაჟ ჯორჯია“;
კომპანია „ელ ინდასტრი ჯორჯია“.
კონფერენციას ფინანსურ მხარდაჭერას კომპანია „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ უწევენ.