ღვაწლმოსილი პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ
10 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები თეიმურაზ ფანჯიკიძე და ჯონი ბიჭიაშვილი საპატიო დოპლომებით დაჯილდოვდნენ. ღვაწლმოსილ პროფესორებს ჯილდო აკადემიური საბჭოს სხდომაზე რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.
სტუ-ის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი თეიმურაზ ფანჯიკიძე ფსიქოლოგიის სექტორის კოორდინატორია და ამავდროულად, სტუ-ის სოციოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.
სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პროფესორი ჯონი ბიჭიაშვილი 44 წელია მუშაობს უნივერსიტეტში. 1998-2006 წწ. იყო სპეციალიზებული სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს 160-მდე სამეცნიერო ნაშრომი, 10 მონოგრაფია, სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო.