საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პრიორიტეტულ პროგრამებზე წელს ჩარიცხული 1843 სტუდენტი ისწავლის. ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, წელს, პრიორიტეტულ პროგრამების დაფინასებისთვის სახელმწიფოსგან, გრანტის სახით, 3,996 მლნ ლარი მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო აფინანსებს შემდეგ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს: სამშენებლო - 484 ადგილი; ენერგეტიკა და ელექტროიჟინერია - 313 ადგილი; სამთო და გეოინჟინერის - 120 ადგილი; საინჟინრო გეოდეზია - 15 ადგილი; გეოლოგია - 35 ადგილი; საინჟინრო უსაფრთხოებისა დასაგანგებო სიტუაციების მართვა - 39 ადგილი; გეოინფორმატიკა - 15 ადგილი; მეტალურგია - 11 ადგილი; მასალათმცოდნეობა - 28 ადგილი; ქიმია - 49 ადგილი; სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია - 30 ადგილი; მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია - 30 ადგილი; არქიტექტურა - 146 ადგილი; ბიოსამედიცინო ინჟინერია - 40 ადგილი; მათემატიკა - 31 ადგილი; საინჟინრო ფიზიკა - 39 ადგილი; მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი - 40 ადგილი; აგრარული ტექნოლოგიები - 60 ადგილი; სასურსათო ტექნოლოგია - 130 ადგილი; სატყეო საქმე - 20 ადგილი; აგროინჟინერია - 20 ადგილი; მევენახეობა და ენოლოგია - 60 ადგილი; მეცხოველეობა - 20 ადგილი; აგრონომია - 49 ადგილი; ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია - 19 ადგილი. ტექნიკური უნივერსიტეტის აღნიშნული 25 საბაკალავრო პროგრამა და შესაბამისი საინჟინრო დარგები, სახელმწიფომ პრიორიტეტულად მიიჩნია.
„წელს, ტექნიკურ უნივერსიტეტში საკმაოდ დიდი კონკურსი იყო. სამშენებლო ფაკულტეტზე, სადაც 500 ადგილია, თავდაპირველად 1500 აბიტურინტი დარეგისტირდა. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე გამოცხადებულ 150 ადგილზე კი, თავდაპირველად, 320 აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია. ასეთივე მდგომარეობა იყო ჩვენი უნივერსიტეტის თითქმის ყველა საბაკალავრო პროგრამაზე.