ბათუმში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - „ სამეცნიერო პიკნიკი” ჩატარდა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. მათ შორის მონაწილეობა მიიღეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და ქიმიის ფაკულტეტების სტუდენტებმა.
ფესტივალზე სტუდენტები ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დეპარტამენტში არდუინოს კონტროლერის ბაზაზე ახლადშექმნილი მოწყობილობებით წარსდგნენ, მათ დამსწრე საზოგადოებას 16 პროექტი გააცნეს. პროექტის პრეზენტაცია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სტუდენტებმა დავით აფციურმა და ლაშა ქიტესაშვილმა წარადგინეს.
ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტებმა კი, დამთვალიერებლებს ქიმიური ცდები შესთავაზეს.