მემორანდუმი საქართველოს მთავარ პროკურატურასა და
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის
10 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის.
მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს სამართლებრივ საკითხებზე სტუდენტთა ცოდნის გაღრმავება, მათთვის პროკურორთა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და კვალიფიციური იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს მთავარის პროკურორის მოადგილემ, ბატონმა გიორგი გოგაძემ და სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.