04-03-2014
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და ეროვნული მუსიკალური ცენტრი 24-31 მარტს წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ შემოქმედებით ფესტივალს „ფანARTი“.
ფესტივალი ხელოვნების რამდენიმე დარგს აერთიანებს (საავტორო კლასიკურ ან იმპროვიზებულ კლასიკურ მუსიკას, მხატვრობას, ფოტოგრაფიას, ალტერნატიულ მუსიკასa და როკს, მულტიმედიას, ჯაზს, კინოხელოვნებას, თეატრს, მოდასა და დიზაინს, ლიტერატურას). „ფანARTი“ მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენასა და მათ პოპულარიზაციას ფართო აუდიტორიის წინაშე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: 2 30 51 60
სიახლეებში დაბრუნება