უახლოეს დღეებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროფესიულ მოდულურ პროგრამებზე საშემოდგომო მიღებას გამოაცხადებს.
პროფესიულ მოდულურ პროგრამებზე საშემოდგომო მიღებისა და რეგისტრაციის ვადების, ჩასაბარებელი გამოცდებისა და ტესტების ნიმუშების შესახებ ინფორმაცია განთავსდება მედიასაშუალებებში და სამინისტოს ვებგგვერდზე. ინფორმაცია ასევე გავრცელდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქზე.
ცნობისათვის: პროფესიულ პროგრამებზე სწავლა მთლიანად დაფინასებულია სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2019 წლის საშემოდგომო მიღებას შემდეგ პროფესიულ მოდულურ პროგრამებზე აცხადებს:
სამრეწველო ავტომატიზაცია - (10) ადგილი
მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი - (22) ადგილი
არქიტექტორ-ტექნიკოსი - (11) ადგილი
ჰაერის კონდიცირება - (15) ადგილი
საოფისე საქმე - (15) ადგილი
სატვირთვო გადაზიდვების ლოგისტიკა - (15) ადგილი
ღონისძიების ორგანიზება - (15) ადგილი
ავტომობილის ელექტრული სისტემების შეკეთება - (15) ადგილი
ავტომობილის ძრავის შეკეთება - (15) ადგილი
ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები - (15) ადგილი
სამკერვალო წარმოება - (15) ადგილი
ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება - (15) ადგილი
საბაჟო საქმე - (15) ადგილი
გრაფიკული დიზაინის ხელოვნება - (15) ადგილი
ხის მხატვრული დამუშავება - (15) ადგილი
სარკინიგზო გადამზიდავი - (15) ადგილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები:
სამთო ტექნიკოსი - (12) ადგილი
სამთო ელექტრომექანიკოსი - (12) ადგილი
მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი - (10) ადგილი
მღებავი – (10) ადგილი;
მებათქაშე – (10) ადგილი;
ინფორმაციული ტექნოლოგიის მხარდაჭერა – (15) ადგილი.
მევენახეობა - (15) ადგილი
მეფუტკრეობა - (15) ადგილი
ინფორმაციული ტექნოლოგიის მხარდაჭერა - (15) ადგილი