საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებული სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის შემოდგომის (მე-11) ნაკადის რეგისტრაცია გრძელდება.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლია სტუ-ს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ “B” (81-90%) ძალიან კარგი). აგრეთვე, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა შესაბამისი აკადემიური მოსწრებით (არაუმეტეს 2 წლისა).
ამასთან, დაინტერესებულმა პირებმა თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ნიშნების ფურცელი დამოწმებული ბეჭდითა და ხელმოწერით.
მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს მიმდინარე წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
მის.: კოსტავას 77; სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №266.
სოცილურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი; ტელ: 236 53 45