კონკურსი BACKIS(ERASMUS MUNDUS) მობილობის გრანტების მოსაპოვებლად
BACKIS პროექტის ფარგლებში სააპლიკაციო ფორმების წარდგენის ბოლო ვადა 2 მარტამდე გაგრძელდა.
გამოცხადებული კონკურსი ERASMUS MUNDUS - ის მეორე აქტივობის პროექტის BACKIS ფარგლებში გულისხმობს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას კავკასიის ქვეყნებსა (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) და ევროპის ქვეყნებს შორის.
BACKIS-ის ფარგლებში განხორციელდება გაცვლები საბაკალავრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორო საფეხურებზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.
დამატებითი შეკითხვებისთვის მიმართეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურს (კოსტავას ქ. #77, ოთახი №225, ტელ.: 2363206, ელ-ფოსტა: ird@gtu.ge).