19-09-2019
მაგისტრანტობის კანდიდატებმა, რომლებიც 2019/2020 სასწავლო წელს ჩაირიცხნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე, უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, უნდა მიმართონ შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებს, 25 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 16:00 საათამდე.
ხელშეკრულების გაფორმებამდე მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა დაფარონ პირველი სემესტრის სწავლების საფასური, ანუ მთლიანი თანხის ნახევარი - 1125 ლარი (თიბისი ბანკში), გადახდის ქვითარი კი უნდა წარადგინონ ხელშეკრულების დადებისას.
სტუ-ის საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977289 (სწავლის საფასური სტუდენტებისთვის)
ხელშეკრულების გაფორმება წარმოებს შესაბამის ფაკულტეტებზე, შემდეგ მისამართებზე:
- სამშენებლო ფაკულტეტი - მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი
- ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VIII კორპუსი
- სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის III კორპუსი
- ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 69; სტუ-ის II და X კორპუსი
- სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი
- არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი
- ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი
- სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი
- საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი
- ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, ა-ბლოკი
- დიზაინის საერთაშორისო სკოლა - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VIII კორპუსი (შესასვლელი გვერდიდან)
- აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი - გურამიშვილის გამზ. №17, სტუ-ის XI კორპუსი.
სიახლეებში დაბრუნება