ევროპის საბჭო საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტებისთვის მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საგრანტო კონკურსს აცხადებს.
კონკურსი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას შემდეგი მიმართულებებით:
- დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული
დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელება და
ნეგატიური გავლენა ადამიანების კეთილდღეობაზე, მოწყველად ჯგუფებზე და ფართო საზოგადოებაზე საქართველოში;
- უმცირესობებისა და სხვა მოწყველადი ჯგუფების უფლებები და მრავალფეროვანება ქართულ საზოგადოებაში;
- დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები;
- საქართველოში მშვიდობასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში რა წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული ღირებულებებსა და საქართველოში მოქმედ ანტი-დისკრიმინაციულ კანონებს.
ცნობისათვის, პროექტების წარდგენა შეუძლიათ უნივერსიტეტებს თბილისიდან; ქვემო ქართლიდან; სამცხე- ჯავახეთიდან და აჭარიდან.
თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 4 000 ევრო.
საპროექტო განაცხადის შეტანის საბოლოო ვადაა: 2019 წლის 17 ოქტომბერი.
აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე:
tenders.antidiscrimination@coe.int სათაურით Georgia – small grant proposal
საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროპის საბჭოს პროექტის “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაცია იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://www.coe.int/ka/web/tbilisi/-/call-for-proposals-for-small-grants-for-universities