05-02-2014
უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის
(შიდა მობილობის)
მსურველთა საყურადღებოდ!
სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სწავლების სხვადასხვა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) უნივერსიტეტის ფარგლებში (ფაკულტეტებს შორის და ფაკულტეტის შიგნით) საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა სტუდენტებმა 2014 წლის 3 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350). საბუთები მიიღება ყოველდღე კვირის გარდა, 1000 საათიდან 1600 საათამდე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი), დამოწმებული ბეჭდით;
4. სტუდენტის სტატუსის ცნობა;
შენიშვნა: მობილობის წესით დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის შესახებ დებულების შესაბამისად შექმნილი დროებითი საფაკულტეტო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
სიახლეებში დაბრუნება