05-02-2014
მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
1. სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სწავლების სხვადასხვა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი ვალდებულია განახორციელოს საკუთარი განაცხადის რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე www.eqe.ge, 2014 წლის 3 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით;
2. პირი, რომელიც მოიპოვებს სტუ-ში ჩარიცხვის უფლებას, რაც ფიქსირდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის www.eqe.ge ელექტრონულ პორტალზე, ვალდებულია მიმართოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით 14 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით. საბუთები მიიღება ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 1000 საათიდან 1600 საათამდე (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350);
3. მობილობის მსურველი, რომელიც დადგენილ ვადაში არ მიმართავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განცხადებით და საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე/პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება;
2. პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
4. ატესტატის (დიპლომის) ასლი;
5. ეროვნული გამოცდების სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
6. სტუდენტის სახელზე გამოცემული ყველა ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
7. სამხედრო მიწერის მოწმობის დედანი და ასლი (ვაჟებისათვის).
შენიშვნა: მობილობის წესით დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება სტუ-ს სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის შესახებ დებულების შესაბამისად, საფაკულტეტო დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე.
სიახლეებში დაბრუნება