მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საინფორმაციო-გაცნობითი ტრეინინგი

საინფორმაციო-გაცნობითი ტრეინინგი

14-01-2014

საინფორმაციო-გაცნობითი ტრეინინგი IANUS I-სა და IANUS II პროგრამებთან დაკავშირებით

18 იანვარს, 16:00 სთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (ნ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში) გაიმართება საინფორმაციო-გაცნობითი ტრეინინგი IANUS I-სა და IANUS II პროგრამებთან დაკავშირებით, რომელსაც Erasmus Student Network (ESN )Tbilisi ISU ჩაატარებს. 

დამსწრეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ორგანიზაცია ESN Tbilisi ISU-ს პარტნიორ IANUS I-სა და IANUS II-ის პროგრამებს. 

შეხვედრის დასასრულს, ასევე, ჩატარდება ტრეინინგი გაცვლითი პროგრამებისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და მოტივაციის წერილის მომზადებაზე.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სრული ხარისხის მოპოვების მსურველებს.
 
ESN Tbilisi ISU აღნიშნულ ღონისძიებას სხვა უნივერსიტეტებშიც გეგმავს: 15 იანვარს, 18:00 სთ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი, 101-ე აუდიტორია; 16 იანვარს, 18:00 სთ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია; 17 იანვარს, 14:00 სთ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საპრეზენტაციო დარბაზი (მე-4 სართული).



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11