23-08-2019
უკვე ცნობილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.
„2019-2020 სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2019 წლის 21 აგვისტოს N175/ნ ბრძანების შესაბამისად, დამტკიცდა 2019-2020 სასწავლო წელს პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების სია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.matsne.gov.ge ).
აღნიშნული ბრძანების თანახმად, სახელმწიფო დაფინანსება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 25-მა საბაკალავრო პროგრამამ მოიპოვა.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალსადა ინფორმაციას სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ:
- მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა - 460 ადგილი
- ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 290 ადგილი
- საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
- გეოინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი
- სამთო და გეოინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 100 ადგილი
- საინჟინრო გეოდეზიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი
- გეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
- მეტალურგიის საბაკალავრო პროგრამა - 25 ადგილი
- მასალათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
- ქიმიის საბაკალავრო პროგრამა - 50 ადგილი
- სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
- მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
- არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა - 110 ადგილი
- ბიოსამედიცინო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 20 ადგილი
- მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა - 50 ადგილი
- საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა - 100
- მართვის სისტემების, ავტომატიზაციისა და ტესტ-ინჟინერინგის საბაკალავრო პროგრამა - 40 ადგილი
- აგრარული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა - 50 ადგილი
- სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა -130 ადგილი
- სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი
- აგროინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი
- მევენახეობისა და ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 60 ადგილი
- მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამა - 20 ადგილი
- აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა - 40 ადგილი
- ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 13 ადგილი.
სიახლეებში დაბრუნება