პროფესორ ჯემალ ბახტაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო
19 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ჯემალ ბახტაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსი თამაზ ბაციკაძე, სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგის და ექსპერტიზის მიმართულების ხელმძღვანელი მალხაზ წიქარიშვილი და სხვები.
ამასთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუ-ს I კორპუსში #424ა აუდიტორიას პროფ. ჯემალ ბახტაძის სახელი მიენიჭა.