2019–2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სსიპ-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, რომლებიც გაირიცხნენ 2010 წლის 4 თებრევლამდე და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოსვლიდან არ არის გასული 10 წელი, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით. საბუთები მიიღება 1000-და 1600 საათამდე ყოველ დღე შაბათ-კვირის და გამოსასვლელი დღეების გარდა (თბილისი, კოსტავას 77, სტუ–ს ადმინისტრაციული კორპუსი; ოთახი N 350);
აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
განცხადება;
პირადობის მოწმობის ასლი;
სამხედრო მიწერის მოწმობის ა ასლი (ვაჟებისათვის).
ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
საბაკალავრო პროგრამაზე აღდგენის მსურველმა სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი;
სამაგისტრო პროგრამაზე აღდგენის მსურველმა ბაკალავრის დიპლომის ასლი