2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობის ვადები
27-07-2019უკვე ცნობილია 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობის ვადები. მობილობის მსურველი პირები ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირებას შეძლებენ 2019 წლის 31 ივლისის 12:00 საათიდან 2019 წლის 21 აგვისტოს 18:00 საათამდე.
მობილობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ პორტალზე, სადაც ყველა საჭირო ინსტრუქციაა მოცემული: https://students.emis.ge/
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა -2019 წლის 27 აგვისტოდან 2019 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.