01-05-2008

უკრაინელმა მეცნიერებმა სტუ-ს უახლესი ტექნოლოგიის პროგრამული კომპლექსი გადასცეს
სტუ-მცირე საკონფერენციო დარბაზში დასრულდა სამეცნიერო სემინარი, რომელშიც ქართველ მეცნიერებთან ერთად მშენებლობის ავტომატიზებული სისტემების სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (მასსსკი, ქ. კიევი) წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
სემინარი სამშენებლო ობიექტების სასიცოცხლო ციკლის მოდელირების თანამედროვე საინფორმაციო ტექნილოგიების განვითარებას, აგრეთვე, პროექტებისა და ანგარიშის კომპიუტერული ტექნოლოგიების თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგების განხილვას მიეძღვნა.
სემინარის მონაწილეები ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ თბილისში მიმდინარე ახალმშენებლობებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა მხარემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კერძოდ - სამშენებლო ფაკულტეტს, გადასცეს მშენებლობისა და მანქანათმშენებლობის ავტომატიზირებული დაპროექტების პროგრამული კომპლექსი, რომელიც 20 სამუშაო ადგილს ითვალისწინებს. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგია აღნიშნულ სფეროში.
კომპლექსთან ერთად სტუ-ს გადაეცა მეთოდური მასალები და სახელმძღვანელოები ამ მიმართულებით.
სიახლეებში დაბრუნება