28-11-2013
საერთაშორისო ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
2014 წლის 14 – 18 აპრილს ქ. გომელში (ბელორუსია) ბელორუსიის სახელმწიფო სატრანსპორტო უნივერსიტეტში ჩატარდება მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა სტუდენტებისთვის, თეორიულ მექანიკაში.
ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართება 2 ღონისძიება:
· ამოცანათა გადაწყვეტის კონკურსი სტუდენტებისთვის;
· მექანიკის საკითხებთან დაკავშირებით სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური სემინარი მასწავლებლებისთვის.
კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა: 20.01.2014
სიახლეებში დაბრუნება