27-11-2013
ევროპული ცენტრის შეთავაზება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს
ევროპული ცენტრი წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო, ტრეინინგ-ცენტრს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებს ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღებაში საქართველოში, ევროპასა და ამერიკაში.
ევროპულ ცენტრსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, სტუ-ს სტუდენტებისთვის ვრცელდება გრანდიოზული ფასდაკლება ტრეინინგებსა და გაცვლით პროგრამებზე.
ევროპული ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სთავაზობს შემდეგ კურსებს:
Ø TOEFL -ის და IELTS – მოსამზადებელი კურსები - 300 ლარის ნაცვლად 120 ლარი;
(კურსი მოიცავს 20 საათიან მოსამზადებელ პროგრამას, კვირაში ორჯერ, 2 საათიანი ლექციების სახით.)
Ø ზოგადი ინგლისური ენის კურსი B1-B2 დონე - 150 ლარის ნაცვლად 70 ლარი
(General English Pre-intermediate B1 – 3თვე, 72 საათი
General English intermediate B2 – 3თვე, 72 საათი)
Ø ბუღალტერთა სტაჟირება – 350 ლარის ნაცვლად 250 ლარი;
(პროგრამა ითვალისწინებს საწარმოს პირველად დოკუმენტებთან მუშაობის მაგალითზე ბუღალტერიის წარმოებას. ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებს პროგრამა ORIS -სა და RS.GE- ში)
Ø საბუღალტრო და საგადასახადო საქმე + ORIS – 500 ლარის ნაცვლად 350 ლარი;
კურსი მოიცავს ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესწავლას.
Ø საბანკო საქმე – 320 ლარის ნაცვლად 250ლარი;
კურსი მოიცავს საბანკო საქმის, საბანკო ბუღალტერიის, საბანკო აუდიტისა და კომპიუტერული პროგრამა ვირტუალური ბანკის შესწავლას. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები გაივლიან 2 კვირიან საჟირებას საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.
Ø საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსი – 180 ლარის ნაცვლად 100 ლარი; კურსი მიმდინარეობისას სტუდენტები შეისწავლიან ოფისის მენეჯმენტის მიზნებსა და არსს, სამუშაოს დაგეგმვას, წარმატებულ შიდა და გარე კომუნიკაციას; დოკუმენტ-ბრუნვის ორგანიზებას, საქმიანი შეხვედრების ორგანიზებას.
Ø მენეჯმენტის შემსწავლელ კურსები - ორი კურსი ერთის ფასად - 200 ლარად.
· ზოგადი მენეჯმენტი;
· PR მენეჯმენტი;
· ადამიანური რესურსების მენეჯმენტი (HR);
· სტრატეგიული მენეჯმენტი;
· პროექტების მენეჯმენტი;
· დროის მართვა.
Ø კომპიუტერული პროგრამები
· Windows server 2008 სისტემური ადმინისტრირება და ქსელური ტექნოლოგიები; (750 ლარი–600 ლარს)
· კომპიუტერული ინჟნერია და ქსელები;
( 350 ლარი – 250 ლარს)
· საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსი;
(180 ლარი – 100 ლარს)
· პერსონალური კომპიუტერის ოპერატორი.
(200 ლარი – 150 ლარს)
სიახლეებში დაბრუნება