მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საერთაშორისო სკოლა

საერთაშორისო სკოლა

18-11-2013
საერთაშორისო სკოლა უსადენო ტელეკომუნიკაციების შესახებ
 
2014 წლის 3-14 მარტს ქ. ტრიესტეში (იტალია) გაიმართება საერთაშორისო სკოლა, რომელიც ეხება  უსადენო ტელეკომუნიკაციებს. სკოლა ჩატარდება თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU), ქსელური სტარტაპის რესურს ცენტრისა (Network Startup Resource Center –NSRC, აშშ) და ტელეკომუნიკაციების ეროვნული ინსტიტუტის მხარდაჭერით (National Institute of Telecommunications - NIT, პოლონეთი).
 
სკოლის სამუშაო ენა იქნება ინგლისური. სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს.
 
სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და შესაბამისი სააპლიკაციო ფორმებისათვის იხილეთ: http://cdsagenda5.ictp.it/full_display.php?email=0&ida=a13189
 
სკოლაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 01.12.13.
 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11