საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 2019 წლის 3 ივლისს, 10:00 საათზე თბილისში ,სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" (1 ვარდების რევოლუციის მოედანი).გაიმართება საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმი.
ღონისძიებას გახსნის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.
ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ნემანჟ სტევანოვი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ელენა იოვანოვიჩი.
დამსწრე საზოგადოებასთან პრეზენტაციებით წარსდგებიან :
ნინო კაკულია - აწარმოე საქართველოში - საქართველო საინვესტიციო ბაზრის პერსპექტივა
ელენა იოვანოვიჩი - ბიზნეს პოტენციალი და საინვესტიციო კლიმატი სერბეთში.
ნინო ტურაშვილი - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ბოიან სანიკი - სერბეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა - საინვესტიციო კლიმატი სერბეთში
გიორგი ვეკუა - საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ.
ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს სერბეთიდანე 5 უმსხვილესი კომპანია ეწვევა, რომლის მიზანია საქართველოში ბიზნეს პარტნიორის მოძიება.
ღონისძიებაზე გაიმართება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები სერბეთის ბიზნესის წარმომადგენლებთან შემდეგი სექტორებიდან:
ბიზნესფორუმში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/DQTjRRP4LapxdV4T7
დასწრება შეზღუდულია.
კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაცია და დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ ფაილებში.
საკონტაქტო პირი: ელენე ამაშუკელი - 599899290; ელ.ფოსტა : e.amashukeli@gcci.ge