მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მემორანდუმი

მემორანდუმი

07-11-2013

მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის

7 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის. მემორანდუმს ხელს მოაწერეს სტუ-ის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა.სტუ-ის სტუდენტები საქალაქო სასამართლში სტაჟირებას გაივლიან

მემორანდუმის საშუალებას აძლევს სტუ-ის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, აგრეთვე, მაგისტრანტებს, გაიარონ პრაქტიკა საქალაქო სასამართლოში. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.სტუ-ის სტუდენტები საქალაქო სასამართლში სტაჟირებას გაივლიან


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11