საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს გიორგი გაგოშიძეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსი) სტატუსი მიენიჭა, აკადემიის სტიპენდიანტი კი სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერენგის ფაკულტეტის დეკანი, ქიმიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გიგა ქვარცხავა გახდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრისა და სტიპენდიანტების გამოვლენა აკადემიის საერთო კრებაზე, ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესაბამისად, აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნისა და ფარული კენჭისყრის საფუძველზე მოხდა.