2019 წლის 7 ივნისს, ღვინის სახლ „რეზერვში“ გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მარიამ ხომასურიძის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს - “ღვინის ზადი და ნაკლი“ პრეზენტაცია.
ახალი გამოცემის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ასევე, ღვინის სხვადასხვა კომპანიის: „შატო ზეგაანი“, „კახური ღვინოები“, „ლაგვინარი“, „სარაჯიშვილი“, „ასკანელი ძმები“, „კახური ტრადიციული ღვინოები“, „თელავის ღვინის მარანი“ წარმომადგენლები.