მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოსა შორის
30 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.
მემორანდუმი სტუ-ს სტუდენტებისთვის ითვალისწინებს სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას და შესაბამისი სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოების ჩატარებას. მემორანდუმის მიზანია, უმაღლესი განათლების სტანდარტით გათვალსიწინებიული პროგრამების განხორციელება და პრაქტიკანტის მიერ შერჩეული სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ღრმად და საფუძვლიანად დაუფლება.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.