მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სასწავლო სტიპენდიათა პროგრამები

სასწავლო სტიპენდიათა პროგრამები

04-04-2008
სასწავლო სტიპენდიათა პროგრამები
ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლებში
 
ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გთავაზობთ სასწავლო სტიპენდიათა პროგრამებს სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლებში.
აღნიშნული პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ბალტიკის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის (Baltic International Summer School) სასწავლო საზაფხულო კურსებზე: “კომუნიკაციები, ტექნოლოგიები და ინტეგრაცია” (ქ. ვალმიერა) 2008 წლის 1-7 აგვისტოს ჩათვლით (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ – http://biss.va.lv/ ) და ასევე, საზაფხულო კურსებზე “კულტურა, ზოოლოგია და ურბანიზაცია” რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Riga Technical University) (ქ. რიგა) ამა წლის 4-17 აგვისტოს (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ –www.rtu.lv/summerschool ).  
 
საზაფხულო კურსებზე მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
 
-შევსებული სააპლიკაციის ფორმა (რომელიც შეგიძლიათ მოიპოვოთ
    შესაბამისი საზაფხულო სკოლების ვებ-გვერდებზე);
- CV;
- სამოტივაციო წერილი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთების სერტიფიცირებული  
 ქსეროასლები და სასწავლო ბარათი;
- ორი სარეკომენდაციო წერილი;
- ერთი ფოტოსურათი (3X4 სმ).
 
აღნიშნული საბუთები უნდა წარადგინონ არა უგვიანეს ამა წლის 1 მაისამდე შემდეგ მისამართზე:
 
 
Baltic International Summer School
BISS 2008
Vidzemes Augstskola
Cësu iela 4
Valmieru, LV-4200
Latvia
      
International Summer School
Riga Technical University
International and Public Relations
 Department
 Kaļķu   iela 1
Riga, LV-1658
 Latvia 
 
სააპლიკაციო ფორმებისა  და დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
 
 
www.rtu.lv/summerschool

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11