კონფერენცია ახალგაზრდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან და ევროკავშირიდან უქმნის უნიკალურ პლატფორმას, სადაც მონაწილეები შეძლებენ გაეცნონ ინიციატივის მიღწევებს,არსებულ გამოწვევებს, განიხილონ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პერსპექტივები, გაეცნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და გაიგონ ევროკავშირის როლისმნიშვნელობა საქართველოს მაგალითზე.
ღონისძიებას ექნება ძლიერი ახალგაზრდული კომპონენტი, რომელიც აისახება დისკუსიებსა და თემატურ სემინარებზე, რომელიც ეფუძნება ინიციატივის ოთხ ძირითად მიმართულებას:ეკონომიკური განვითარება; კარგი მმართველობა, გარემოს დაცვა და ენერგო ეფექტურობა, ხალხთა შორის მობილობა.