22 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზსა და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის #122 ლაბორატორიაში გათბობის ენერგოეფექტური სისტემების არმატურის მწარმოებელმა კომპანიებმა "HERZ Armaturen" (ვენა, ავსტრია) და "HERZ Украина" (კიევი, უკრაინა) ტექნიკური სემინარი და ახალი პროდუქციის პრეზენტაცია გამართეს.
სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დეკანმა გია არაბიძემ გახსნა. HERZ-ის ტექნიკურმა დირექტორმა იგორ ზასედატელევმა კომპანია HERZ-ის ჯგუფი წარმოადგინა და პროექტის მნიშვნელობებზე ისაუბრა.
ამას გარდა, გია არაბიძემ დამსწრე საზოგადოებას რ. იაუშოვეცის წიგნი “ჰიდრავლიკა – გათბობის გული” წარმოუდგინა.