ოქტომბრის დასაწყისში, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის - „მილენიუმის" - ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სან დიეგოს, ჩრდ. კაროლინას და ობორნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც შეხვდნენ სტუ-ის სამშენებლო, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტების წარმომადგენლებს.
ამერიკელი სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს აღნიშნული ფაკულტეტების ლაბორატორიები, გაეცვნენ არსებულ სილაბუსებსა და კურიკულუმებს, მიმდინარე სასწავლო პროცესებს.