3-6 მაისს, ქართული სამუზეუმო კულტურული მემკვიდრეობის უმნიშნველოვანესი საგანძურის - ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მზარდი საერთაშორისო წარმატების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით გაიმართება შემეცნებითი, შემოქმედებითი კონკურსი - „კრეათონი - ფიროსმანი ციფრულ სივრცეში".
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოზიციონირებას და მისი პოტენციალის ეფექტურ ინტეგრირებას ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სექტორსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების სტუდენტებს. საკონკურსო დავალებები გულისხმობს ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნას გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში სტუდენტები:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტების ჯგუფებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.
*რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 აპრილი.
პროექტის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ჯეოლაბი, ციფრული შემოქმედებითი სარეკლამო სააგენტო - ლივინგსტონი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.