საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, 2 აპრილს, ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „სპეცცემენტებისა და მჭიდა მასალების გამოყენების პერსპექტივები“.
სემინარს უძღვებოდა პროფ. თამაზ გაბადაძე, რომელმაც მეტად საინტერესოდ და დამაჯერებლად წარმოადგინა წლების მანძილზე ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგები. როგორც აღინიშნა, ინოვაციის დასანერგად შემუშავებული კონკრეტული წინადადებები უკვე წარდგენილია სამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორში.
ინოვაცია ეხება ქართული სპეცცემენტების გამოყენების პერსპექტივას:
პროფ. თამაზ გაბადაძემ, ასევე, წარმოადგინა სპილენძის კონცენტრატისგან სპილენძისა და მისი შენადნობების წარმოების პერსპექტივა ეკოლოგიურად სუფთა უმარტივესი ტექნოლოგიით.
როგორც მან აღნიშნა, ამ ტექნოლოგიის შედეგად მიღებული წიდები წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული ნავთობისა და აირის ზეცხელი ჭაბურღილების ცემენტაციისა და ადგილობრივი საშენი მასალების წარმოებისთვის.
სემინარის მონაწილეებს მან ასევე გააცნო ჟელეს და პასტის მიღების შესახებ ინფორმაცია და ისაუბრა წყლის რესურსების (ზღვის წყალი, სამკურნალო წყლები, ჭაობისა და დატბორილი გრუნტის წყლები, მთის რეგიონების უნიკალური შემადგენილობისა თუ მინერალური წყლები) და სხვადასხვა სითხის (ღვინო და სხვა სასმელები) უსწრაფესი წმენდის ტექნოლოგიებზე.