07-08-2013
უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის
(შიდა მობილობის)
მსურველთა საყურადღებოდ!
ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში (ფაკულტეტებს შორის და ფაკულტეტის შიგნით) საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა სტუდენტებმა 2013 წლის 9 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით, განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350). საბუთები მიიღება ყოველდღე გამოსასვლელი დღეებისა და კვირის გარდა, 1000 საათიდან 1600 საათამდე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
-
განცხადება;
-
პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
-
სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
-
სტუდენტის სტატუსის ცნობა;
-
სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ცნობა ბუღალტერიიდან.
შენიშვნა: მობილობის წესით დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება სტუ-ს სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის შესახებ დებულების მე-15 მუხლის შესაბამისად, საფაკულტეტო დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე.
სიახლეებში დაბრუნება