მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მემორანდუმი

მემორანდუმი

02-07-2013
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სან პაბლოს უნივერსიტეტს
შორის მემორანდუმი გაფორმდა
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია  მადრიდის სან პაბლოს უნივერსიტეტისა და ესპანეთში საქართველოს ელჩის, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილის მიწვევით საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა მადრიდის სან პაბლოს უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი და კონსული, განხილული იქნა სტუ-სა და მადრიდის უნივერსიტეტს შორის სამომავლო საქმიანი ურთიერთობების პერსპექტივები, საბოლოოდ ხელი მოეწერა  ხელშეკრულებას, სტუდენტთა და პროფესორ მასწავლებელთა გაცვლის თაობაზე, დაიგეგმა ერთობლივი კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარება.
სან პაბლოს რექტორი საპასუხო ვიზიტით ეწვევა სტუ-ს მიმდინარე წლის სექტემბერში.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11