კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონიალი
28 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ცენტრლურ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, სტუ-ის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებაზე წარჩინებული სტუდენტები სიგელებით დაჯილდოვდნენ. ჯილდო მათ სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა. გარდა ამისა, დაჯილდოვდა საუკეთესო პროფესორი, რომელიც სტუდენტებს შორის გამოკითხვის შედეგად შეარჩიეს.