27 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა სერგო ნოზაძემ და სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში შეიქმნა სპეციალური სასწავლო პროგრამა. მემორანდუმის ფარგლებში, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები პრაქტიკას აკადემიაში სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გაივლიან. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ირაკლი გაბისონიასა და სამართლის კლინიკის ხელმძღვანელს, ანა ფუტკარაძეს.