საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
"მსოფლიო და გენდერი"
7 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მსოფლიო და გენდერი". კონფერენციის მუშაობა წარიმართა შემდეგ სექციებში: ქალი და პოლიტიკა; ქალი და კულტურა; გენდერი და კანონმდებლობა; ქალი და ბიზნეს-ინჟინერინგი; ქალი და მასმედია; გენდერი: პარადიგმები და დილემები.
კონფერენციის სამუშაო ენები იყო: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული. კონფერენციაზე მუშაობის ფორმები: მოხსენებით გამოსვლა; დაუსწრებელი მონაწილეობა.